
ვინ ვართ ჩვენ?
“Parkett Studio”-ს ისტორია 1998 წლიდან იწყება. იმ დროისთვის საქართველოში იატაკების ბაზარი მრავალფეროვნებით არ გამოირჩეოდა, არ იყო დანერგილი ხარისხის სტანდარტები და მომხმარებელი არ იყო გათვითცნობიერებული ევროპის ბაზარზე არსებული სიახლეების შესახებ. სწორედ მაშინ გაჩნდა შესაძლებლობები საქართველოში ამ სფეროს განვითარებისათვის და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ნოვატორული ტექნოლოგიების და ახალი პროდუქციის შეთავაზებისათვის.

ჩვენ დავიწყეთ თანამშრომლობა მსოფლიოს მოწინავე მწარმოებელ კომპანიებთან და ერთ-ერთმა პირველებმა შემოვიტანეთ და დავნერგეთ ინჟინერული ორშრიანი და სამშრიანი პარკეტი ჩვენს ბაზარზე. მუდმივად ვესწრებოდით საერთაშორისო გამოფენებს და პერიოდულად ვატარებდით სემინარებს ჩვენი პარტნიორი კომპანიების სპეციალისტებთან ერთად და ამ პრაქტიკას დღესაც ვაგრძელებთ.
ჩვენ ვიყავით პირველი კომპანია რომელმაც შემოვიტანეთ საქართველოში და გავაცანით მომხმარებლებს ინოვაციური ტექნოლოგია ტერასის ფიცრის წარმოებაში, “WPC” - wood–plastic composites.
ჩვენთან წარმოდგენილია მხოლოდ მაღალი ხარისხის ევროპული პარკეტი, იატაკის ქიმია და აქსესუარები.
